ენგურში გარდაცვლილი თამაზ ბასლანძის ცხედარი გალში გადაასვენეს

08.04.21 15:32
ენგურში გარდაცვლილი თამაზ ბასლანძის ცხედარი გალში გადაასვენეს

მდინარე ენგურზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი თამაზ ბასლანძის ცხედარი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე უკვე გადაასვენეს. 

ცხედრის გადასვენებას ოჯახის წევრები  დილის 5 საათიდან ელოდებოდნენ. გადასვენებამდე რუსმა ოკუპანტებმა რუსულად დამოწმებული გარდაცვალების ცნობა მოითხოვეს.

ცნობისთვის, ოთხივე გარდაცვლილის ცხედარს წუხელ გვიან ღამით ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში ესპერტიზა ჩაუტარდა. 

გუშინ მდინარე ენგურზე  ოთხი  მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მათგან სამი გალის სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მცხოვრებია.

ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.