მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმე - ბრალდებულ მედიკოსებს 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ახალციხის კლინიკა „იმედის“ ორ ექიმსა და ერთ ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამათლე ნატო ხუჯაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პროკურატურა თითოეულის შემთხვევაში 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 31 მაისს 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.