აქცია ბათუმში - აქტივისტები "კომენდანტის საათს" აპროტესტებენ

08.04.21 23:20
აქცია ბათუმში -  აქტივისტები "კომენდანტის საათს" აპროტესტებენ

ამ წუთებში, ბათუმში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები "კომენდანტის საათს" აპროტესტებენ და  მსვლელობას მართავენ. ისინი გმირთა მემორიალთან მიდიან, სადაც 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

ვაპროტესტებთ კომენდატის საათს ამ მსვლელობით და კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვამბობთ, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ თავისუფლებისთვის. იმ თავისუფლებისთვის, რომელსაც 9 აპრილს ჩვენი თანამოქალაქეები შეეწირენ. ამიტომაც მივდივართ მსვლელობით და გმირთა ხეივანში პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას," - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი,  ელგუჯა ბაგრატიონი.