მეუფე დიმიტრის რეზიდენციაში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა

08.04.21 23:51
მეუფე დიმიტრის რეზიდენციაში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა

ბათუმში, მეუფე დიმიტრის რეზიდენციაში, დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. ფაქტი ლაზეთის ეპარქიაში ტვ პირველს დაუდასტურეს. ეპარქიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მამა იოანე გორელიშვილის, ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო, ეპარქიის კარები შეამტვრია.

ინცინდენტის დროს მეუფე დიმიტრი რეზიდენციაში იყო. პრესსამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თავდამსხმელი  პოლიციაშია გადაყვანილი.


 

მსგავსი სიახლეები