სპეცოპერაცია ფონიჭალაში - დაკავებულია 15 პირი

15.03.22 11:35
სპეცოპერაცია ფონიჭალაში - დაკავებულია 15 პირი

 ფონიჭალაში მასშტაბური სპეცოპერიაციის შედეგად  15 ადამიანი დააკავეს. ყველა მათაგნს გამოძიება ნარკოტიკების რეალიზაციას ედავება. ბრალდებულების დასაკავებლად სპეცოპერაცია გამთენიისას  მათ სახლებში დაიწყო. ჩხრეკის დროს რამდენიმე მისამართიდან  პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკები  ამოიღო. ახლა ყველა დაკავებულს   8 დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.