20 ივნისის ღამეს კანონს საქართველოს მთავრობა არღვევდა - "ემპათია"-ს კვლევა

09.04.21 12:11
20 ივნისის ღამეს კანონს საქართველოს მთავრობა არღვევდა - "ემპათია"-ს  კვლევა

20 ივნისის ღამეს კანონს საქართველოს მთავრობა არღვევდა - კვლევის შედეგებს ცენტრი „ემპათია“ აქვეყნებს. კვლევა რამდენიმე ნაწილს მოიცავს. მათ შორის საუბარია სამედიცინო დარღვევებზე, პოლიციის მხრიდან ძალის  გადამეტებასა და ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევაზე. კვლევის თანახმად, საპროტესტო აქციაზე კანონს არა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები, არამედ საქართველოს მთავრობა არღვევდა. 
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ 20 ივნისის ღამე სადამსჯელო ოპერაცია იყო, რომელზეც  ამ დრომდე პასუხისმგებლობა არავის აუღია. 

კვლევის პასუხად შსს-მ ცენტრ „ემპათიას“ წერილი გაუგზავნა, სადაც წერია, რომ  მოქმედებები საერთო სქემის შესაბამისად ვითარდებოდა და ძალის გადამეტებაზე ყველა პოლიციელი თავად არის პასუხისმგებელი. დოკუმენტს გრიფით საიდუმლო ადევს, თუმცა მკვლევარები ამბობენ, რომ ხელმომწერი მართლწესრიგის აღდგენის გეგმაზე გიორგი გახარია და მისი მოადგილეები იყვნენ. 

ჩვენს ძირითად ამოცანას წარმოადგენდა გაგვერკვია, იყო ეს სადამსჯელო სპეცოპერაცია, თუ გადაუდებელი აუცილებლობა. ეს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია, სამწუხაროდ, განხორციელებული საქართველოს პოლიციური დანაყოფების მიერ იმ დროს, როდესაც 1989 წლის 9 აპრილს, პრაქტიკულად, დარბევა განახორციელა რუსეთის სპეცდანიშნულების ჯარმა, ვინაიდან ქართულმა მილიციამ უარი განაცხადა ამაზე. ანუ იმაზე უარესი სადამსჯელო ოპერაცია იყო, ვიდრე 1989 წლის 9 აპრილს, - აცხადებს „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი. 

„ემპათია“ საგამოძიებო უწყებებს რეგიარების მოხდენის  და პასუხისმგებელი  პირების დასჯის მოთხოვნით მიმართავს. 

კვლევა ევროპარლამენტარებს და აშშ-ს კონგრესმენებს გადაეგზავნებათ. 
 

მსგავსი სიახლეები