ნაცხროვის, მკვლელების დასაშლელად მოვედით! - "უცნობის" აქცია ევროპის მოედანზე

09.04.21 13:52
ნაცხროვის, მკვლელების დასაშლელად მოვედით! - "უცნობის" აქცია ევროპის მოედანზე

ევროპის მოედანზე მოქალაქეები იკრიბებიან. მათი ნაწილი რეგიონებიდან არის ჩამოსული. მონაწილეთა უმეტესობას ინფორმაცია არ  აქვს, ვის მიერ ორგანიზებულ აქციაზე და რა მოთხოვნით არიან მოსულები. ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ მას აქციაზე მისვლის სანაცვლოდ ასი ლარი გადაუხადა, თუმცა დანარჩენები მსგავს ფაქტს უარყოფენ. 

მეორე ნაწილი ტვ პირველის გადამღების ჯგუფის მიმართ აგრესიით გამოირჩევა. ზოგიერთი მათგანი არ მალავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ არის გამოსული. 

რომ ყრია პარლამენტთან  ნაცხროვა ბანდა, მკვლელთა ბანდა, მათ დასაშლელად მოვედით - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
 

ევროპის მოედანზე  გია გაჩეჩილაძის, იგივე ,უცნობის" , ორგანიზებით აქცია ,,მარადისობის დღე"  მიმდინარეობს.