ლექსო ლაშქარავას შესახებ ვიდეოს გავრცელება - შსს მინისტრი თავს იმართლებს

17.03.22 17:44
ლექსო ლაშქარავას შესახებ ვიდეოს გავრცელება - შსს მინისტრი თავს იმართლებს

რატომ გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ,,ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, შესახებ ვიდეორგოლი? - შსს მინისტრი დღეს პარლამენტში თავის მართლების რეჟიმში იყო. ვახტანგ გომელაურმა 5 ივლისის შესახებ დასმულ შეკითხვასაც ვერ აარიდა თავი.

ლაშქარავას თემაზე სამოქალაქო ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ამ თემაზე ვიდეო რგოლების გაშვების გამო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაგვაჯარიმა. იძულებული ვიყავით, რომ ეს კადრები გაგვეშვა. გასაგები იყო, რომ ეს სწორი იყო. თუმცა ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა...

ძალიან ცუდი რამ მოხდა, ასეთი რამ არ მომხდარა არასოდეს, როცა  ჟურნალისტებზე, ამა თუ იმ ჯგუფს, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იყვნენ, ამ შემთხვევაში იყო ,,ალტ ინფო" და მოსახლეობის ჯგუფი, რომ გამოეხატათ აგრესიული ძალადობა. ეს ყოვლად მიუღებელია. დაახლოებით 8 ლოკაციაზე იყვნენ პოლიციელები სხვადასხვა ჯგუფებად გაშლილი. არავის ვაბრალებ, არც თავს ვიმართლებ, ძალიან ცუდი ფაქტი იყო და კიდევ ერთხელ ვიძახი, ნამდვილად არ გაგვითვლია, რომ ჟურნალისტებზე მოხდებოდა ზეწოლა და ფიზიკური ზეწოლა მით უმეტეს - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

მსგავსი სიახლეები