შსს ახალ სკანდალში ეხვევა-გლდანის ციხის პატიმარი ირწმუნება, რომ პოლიციამ იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდო

17.03.22 20:39
შსს ახალ სკანდალში ეხვევა-გლდანის ციხის პატიმარი ირწმუნება, რომ პოლიციამ იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდო

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ სკანდალში ეხვევა- გლდანის ციხის პატიმარი, ლევან წულაია, ირწმუნება, რომ გომელაურის უწყების თანამშრომლებმა ის სახლიდან გაიტაცეს, დამპალოს სასაფლაოზე აიყვანეს და დნმ-ის ნიმუშები ძალით აუღეს. 

პატიმრის ინფორმაციით, დაკავებიდან 4 საათის შემდეგ პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა, სადაც ვერაფერს მიაგნო, ოჯახის წევრებს კი განუცხადეს, რომ დაკავების დროს წულაიას იარაღი და ხელყუმბარა ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ ჩვენება დაკავებულმა ლევან წულაიამ სასამართლო პროცესზე მისცა. იარაღისა და ხელყუმბარის შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ამტკიცებს, რომ მას ვარკეთილის პოლიციის მე-8 განყოფილების თანამშრომლებმა იარაღი ჩაუდეს.

წულაია წარსულში ნასამართლევია. მან იარაღის შეძენა-შენახვის გამო 5 წლიანი სასჯელი მოიხადა და საპატიმრო 5 თვის წინ დატოვა.

დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ რომ მას სამართლამდამცველები ბოლო 5 თვის განმავლობაში მუდმივად უქმნიდნენ დისკმფორტს და ქვეყნის დატოვებას აიძულებდნენ.

დაკავებიდან უკვე მეორე დღეა, პროტესტის ნიშნად ბრალდებული ახლა გლდანის ციხეში შიმშილობს. მისი ადვოკატი კი სახალხო დამცველს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებს, ამ საქმით დაინტერესდნენ. 

მსგავსი სიახლეები