რუსულ აგრესიას უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა
რუსულ აგრესიას უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. შეტაკებები კიევთან ახლოს მოხდა, რა დროსაც რუსმა ოკუპანტებმა ქართველებს ცეცხლი გაუხსნეს. არსებული ინფორმაციით, ადგილზე არიან დაჭრილებიც. დაშავებულთა რაოდენობა უცნობია. გადარჩენილი სამხედროები ამ ეტაპზე უსაფრთო ადგილას იმყოფებიან.
2 ქართველი არის დაღუპული კიევთან.8-9 კაციანი ჯგუფი იყო, როგორც ვიცი აფეთქებაში მოყვნენ. მთელი ღამის განმავლობაში იყო სიგნალები", - ამბობს ქართველი ჯარისკაცი.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 5 ქართველი სამხედრო დაიჭრა. ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში არიან.