"ფორმულას" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ
თბილისში, "ფორმულას" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. შემთხვევა გუშინ, ვაკეში, ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას მოხდა. ,როგორც ფორმულას რეპორტიორი, ნანო ჩაკვეტაძე ყვება, ისინი კაფესთან წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა "ფორმულას" თანამშრომლის მიმართ აგრესია გამოხატა.
ნაცემია 2 ოპერატორი. დაზიანებები აქვს ასევე ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძესაც. ჟურნალისტი ამბობს, რომ აგრესია მას შემდეგ წამოვიდა, რაც თავდამსხმელმა გაიგო, რომ ისინი "ფორმულაზე" მუშაობდნენ.