მკვლელობა გლდანში - კაცმა 82 წლის ნათესავი მოკლა, ბინიდან კი ტელევიზორი ლომბარდში ჩასაბარებლად წაიღო

18.03.22 13:04
მკვლელობა გლდანში -  კაცმა 82 წლის ნათესავი მოკლა, ბინიდან კი ტელევიზორი ლომბარდში ჩასაბარებლად წაიღო

გლდანში სასტიკი მკვლელობა მოხდა.  33 წლის კაცმა 82 წლის ნათესავი ქალი ჯერ ბასრი საგნით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი წაუკიდა.

უმძიმესი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ახალგაზრა კაცმა ბინიდან ტელევიზორი წაიღო და ლომბარდში ჩაბარებას შეეცადა, თუმცა ვერ შეძლო. 

მეზობლების თქმით, ქალის ბინიდან დამწვრის სუნი გამოდიოდა, რის შემდეგაც ის გარდაცვლილი ნახეს.

მამაკაცი უკვე დაკავებულია.  დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.