რუსული გავლენები საქართველოს ეკონომიკაზე ბოლო 9 წელში მნიშვნელოვნად გაიზარდა - კვლევა

18.03.22 13:28
რუსული გავლენები საქართველოს ეკონომიკაზე ბოლო 9 წელში მნიშვნელოვნად გაიზარდა - კვლევა

რუსეთის გავლენები საქართველოს ეკონომიკაზე იზრდება. "ანტიკორუფციულ მოძრაობის" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით,  ბოლო 9 წლის განმავლობაში ეკონომიკურად სულ უფრო მეტად ხდება ჩვენი ქვეყანა რუსეთზე დამოკიდებული. მნიშვნელოვან პროდუქტებზე იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია, მაგალითად ჩამონათვალის სათავეშია ხორბალი, რომელიც რუსეთიდან შემოდის. პოლიტიკოსები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგრნლები და დარგის ექსპერტები მსჯელობენ იმაზე როოგორ უნდა ჩამოშორდეს საქართველოს რუსულ ბაზარს და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამისთვის მთავრობამ.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო რუსეთზე 3.5-ჯერ უფრო მეტად გახდა დამოკიდებული 2012-დან 2021 წლამდე, ვიდრე ეს იყო 2012 წლამდე. განსაკუთრებით საგანგაშოა მდგომარეობა სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტების ნაწილში, ეს არის ხორბალი ეს არის ნავთობპროდუქტები, ეს არის ელექტროენერგია, სატრასპორტო კავშირები და ა.შ.", - ამბობს ვასილ ურუშაძე.