უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლები - მათი ვინაობა ცნობილია

18.03.22 14:50
უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლები - მათი ვინაობა ცნობილია

ცნობილია იმ ჯარისკაცების ვინაობა ვინც ფრონტის წინა ხაზზე შეტაკებების დროს დაიღუპნენ. დავით რატიანი და გია ბერუაშვილი  ლეგიონის წევრები იყვნენ და დავით ქაცარავასთან ერთად იბრძოდნენ. 

ქაცარავა წერს, რომ შეტაკება ქალაქ ირპენში მოხდა, რა დროსაც  ოკუპანტებმა ქართველ ჯარისკაცებს ცეცხილი ნაღმტყორცნებიდან გაუხსნეს. გარდაცვილის ოჯახებთან ამ დრომდე არ დაურეკავს საქართველოს საკონსულოს. უწყება უკრაინის  გენშტაბიდან  დადასტურებას  ელოდება, რის შემდეგაც საქართველოში გადმოსვენების პროცესი დაიწყება.

ჩვენთვისაც გახდა ცნობილი ეს ინფორმაცია  ვარკვევთ, რა თქმა უნდა, თუ დადასტურდა, რომ ჩვენი მოქალაქეები არიან ცხადია, რომ ყველანაირ ღონეს ვხიმართ იმისთვის, რომ გადმოსვენებულ იქნნენ საქართველოში. ამ ეტაპზე ვარკვევთ ყველა დეტალს, სად არიან.რცაც გვექნება ინფორმაცია დაუყონებლივ დავუკავშირდებით ოჯახებს და ვაცნობებთ. ამ ეტაპზე დეტალებს ვარკვევთ, ოფიციალურად ჯერ არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია. შესაბამისად დრო გვჭირდება, რომ თავდაცვის სამინისტრომ დაგვიდასტუროს, იდენტიფიცირება უნდა მოხდეს მაშინ", - ამბობს უკრაინის საკონსულოს  წარმომადგენელი.