ტრაგედია ენგურზე - კიდევ ერთ გარდაცვლილს ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს გადაასვენებენ

09.04.21 15:01
ტრაგედია ენგურზე - კიდევ ერთ გარდაცვლილს ოკუპირებულ აფხაზეთში  დღეს გადაასვენებენ

ენგურის გადაცურვისას დაღუპული ორი მოქალაქის ცხედარს  ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დღის მეორე ნახევარში გადაასვენებენ. როგორც გარდაცვლილის  ნათესავებმა განაცხადეს, ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც აფხაზ, ისე ქართულ მხარეს.

მათი თქმით, რომ არა 5 დღიანი კარანტინი, მოქალაქეები იძულებულები არ იქნებოდნენ, ე.წ. შემოვლითი გზით გადმოსულიყვნენ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.


გუშინ, მდინარე ენგურზე  ოთხი  მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მათგან სამი გალის სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მცხოვრებია.

დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.