თავდასხმა "ფორმულას" ჟურნალისტებზე - დაკავებულია ერთი პირი

18.03.22 15:37
თავდასხმა "ფორმულას" ჟურნალისტებზე -  დაკავებულია ერთი პირი

ტელეკომპანია "ფორმულას" ოპერატორებზე თავდასხმისთვის 1 პირი დააკავეს.  ამის შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგენილია, რომ 17 მარტს, თბილისში აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ბარში ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი და ოპერატორები იმყოფებოდნენ რესპოდენტთან ინტერვიუს ჩასაწერად, რა დროსაც ბრალდებულმა უკმაყოფილება გამოთქვა ჟურნალისტის საქმიანობასთან დაკავშირებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ მისცა ინტერვიუს ჩაწერის საშუალება და ბარის დატოვება მოსთხოვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა", - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

შეგახსენებთ, "ფორმულას" ჟურნალისტებს თავს გუსინ დაესხნენ. შედეგად ნაცემია 2 ოპერატორი, დაზიანებები აქვს ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძესაც.