"დაგვბომბეს ბიჭებოო, ამის მერე კავშირი გაწყდა" - რა ვითარებაში დაიღუპნენ ქართველი ჯარისკაცები

18.03.22 16:55
"დაგვბომბეს ბიჭებოო, ამის მერე კავშირი გაწყდა" - რა ვითარებაში დაიღუპნენ ქართველი ჯარისკაცები

უცხოური ლეგიონის ქართველი მებრძოლი "პირველებს" დეტალურად უყვება რა ვითარებაში დაიღუპნენ ქართველი ჯარისკაცები ქალაქ ირპენში. ნადიმ ხმალაძე უშუალოდ შეტაკებების ადგილას იმყოფებოდა და დაღუპულების მოსაძებნადაც თავად წავიდა სხვა ქართველებთან ერთად. ხმალაძის თქმით, ისინი კავშირზე თავდაპირველად გავიდნენ, თუმცა მათი კვალი შემდეგ გაქრა.

ალბათ ქალაქებს არ ბომბავენ იმდენი არტირელია გამოიყენეს ჩვენ წინააღმდეგ. დღეს ტექნოლოგიური ომია და რაღაც დაადგინეს რაღაც საშუალებებით ჩვენი ევაკუაციის ადგილები. რის შემდეგაც დაიწყეს ინტენსიური დაბომბვა ჩვენი, ყველა მხრიდან გვესვროდნენ მკვლელი დრონებით, "სნარიადებით".

ვეღარ ვიპოვეთ, კავშირზე არ გამოვიდნენ, როგორც იქნა ბოლოს გია ბერიაშვილი გამოვიდა კავშირზე გვითხრა ცოცხლები ვართო, მაგრამ სადღაც ახლოს რამდენიმე აფეთქება მოხდა და ამის შემდეგ ძალიან ისეთი ხმით გვითხრა გია ბერიაშვილმა, დაგვბომბეს ბიჭებოო, ამის მერე გაწყდა კავშირი არანაირი კავშირი აღარ იყო, ვცდილობდით დაკავშირებას, მაინც ვფიქრობდით, რომ მაინც ცოცხლები იყვნენ, დავიწყეთ ძებნა, მიდიოდა ინტენსიური დაბომბვა რაღაც სასწაულით გადავრჩით", - ამბობს 

ჩვენ გუშინ შევედით ირპენში, გვქონდა ჩვეულებრივი საბრძოლო დავალება, ინტერნაციონალური მოხალისეთა ჯგუფი, სადაც ვართ 6 ქართველი ანტისაოკუპაციო მოძრაობიდან და 20 ქართველი კიდევ სხვადსხვა მებრძოლი, ვინც აქ შემოგვიერთდა. ბრძოლის დროს რუსებს გავუნადგურეთ 5 ჯავშან ტრანსპორტიორი და დაახლოებით 15-დან 20-მდე ცოცხალი ძალა, ამის შემდეგ დავიწყეთ ევაკუაცია რა დროსაც დაიწყეს გარიდან ჩვენი დაბომბვა ეს არის ტყე-პარკი ირპენში,  გვესვროდენ ყველაფერს , ეს დარჩაკები პირდაპირ ბრძოლებში არ შემოდიან, ჰაერით გვბომბავენ, არავის გვეგონა, რომ გამოვაღწევდით ცოცხლები, არ ვიცი ქართული ჯგუფის და მეთაურის მეშვეობით გადავრჩით, გვიან ღამემდე ვეძებდით დაკარგულებს და უკვე ღამე გვიან ვიპოვეთ გარდაცვლილები, ასევე დაგვეჭრა 3 უკრაინელი, ვინც ისევ ქართველებმა გამოვიყვანეთ და გადარჩნენ, ეს დაახლოებით 7-8 კილომეტრიან ტყის ზოლში ხდებოდა. ჩვენმა ჯგუფმა შეასრულა დავალება, რომელიც გვქონდა,  მაგრამ ევაკუაციის დროს დაადგინეს გადაადგილების ლოკაცია, გავიყვანეთ უკრაინელების 3 დაჭრილი, ჩვენი ბიჭები ჯერ კიდე ცოცხლები იყვნენ. რაციაზე გვიპასუხეს გამოვდივართო, ამ დროს რამდენიმე სნარიადი ჩამოაგდეს, მივხვდით ჩვენ შორის დაეცა გვითხრა დაგვბომბესო ერთერთმა დაღუპულმა და ეს იყო ბოლო კავშირი, არ გვეგონა დაღუპული სანამ 8 საათის შემდეგ არ ვიპოვეთ", - ყვება ჯარისკაცი.

ერთი ცხედრის გამოტანა თანამებრძოლებმა შეძლეს, მეორე ცხედართან მიახლოება კი ამ დრომდე ვერ ხერხდება. 

მეორემდე მისვლის შანსი არ არის, ისეთ ადგილზეა ფაქტიურად იმათ მხარეს არის. გამოვიყვანთ, როცა შესაძლებლობა იქნება. ეს ბიჭები იყვნენ უცხოელთა ლეგიონში უკრაინაში. ხიდია აფეთქებული და უკვე იქ ვეღარ შევდიოდით", - ამბობს ქართველი ჯარისკაცი.

 შეგახსენებთ, რომ უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლი,დავით რატიანი და გია ბერიაშვილი  რუსულ აგრესიას ემსხვერპლნენ. ისინი კიევთან ახლოს ირპენში რუსი ოკუპანტების სამიზნეები გახდნენ.