,,მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს ზუგდიდში ფიზიკურად გაუსწორდნენ

18.03.22 18:06
,,მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს ზუგდიდში ფიზიკურად გაუსწორდნენ

თავდასხმა ,,მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე. მოძალადეების სამიზნე ჟურნალისტი ემა გოგოხია და მის ოპერატორი გახდნენ. ამ წუთებში ,,მთავარი არხის" თანამშრომლებს ექსპერტიზა უტარდებათ.

კრიტიკული მედიის წარმომადგნლებს პუტინისტები თავს ზუგდიდში იმ დროს დაესხნენ, როდესაც ,,კონსერვატიული პარტიის" სახელს ამოფარებულ მოძალადეთა რაზმის ოფისში გადაღებაზე მივიდნენ, რა დროსაც 15-მდე აგრესიული მამაკაცი ოპერატორს კასტეტებით  გაუსწორდა. ძალადობას შორიდან უყურებდა პოლიცია. სამართლდამცველებმა რეაგირება მხოლოდ მოქალაქეების პროტესტის შემდეგ დაიწყეს. 15 მოძალიდან მხოლოდ 4-ია დაკავებული.

როცა ,,ალტ ინფოს" ოფისში მივევით გადაღებაზე, იქ დაგვხვდა მერიის აიპის თანამშრომლები, რომლებიც ასუფთავებდნენ შენობას. შევეცადე, მათთან ინტერვიუ ჩამეწერა, ამ დროს თავს დაგვესხნენ ორგანიზებულად, კასტეტებით შეიარაღებულები და უმოწყალოდ გაგვისწორდნენ. დამტვრეულია აპარატურა, დაკითხვის შემდეგ ექსპერტიზაც უნდა ჩაგვიტარდეს. - აცხადებს ჟურნალისტი ემა გოგოხია.

გავლენიანი ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები ერთხმად თანხმდებიან, რომ ბოლო დროს მედიაზე გახშირებული თავდასხმა ხელისუფლების მიერაა წახალისებული.