ხმაური ბათუმში - უსახლკაროდ დარჩენილი პირები დემონტაჟს დაქვემდებარებულ კორპუსში შესახლებას ითხოვენ

18.03.22 20:53
ხმაური ბათუმში - უსახლკაროდ დარჩენილი პირები დემონტაჟს დაქვემდებარებულ კორპუსში შესახლებას ითხოვენ

ამ წუთებში Ხმაურია ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, სადაც სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ადამიანები არიან შეკრებილები, რომლებიც  მოითხოვენ იმ კორპუსებში შესახლებას, რომელიც თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის, საკუთრებაა და უკანონოდ არის აშენებული.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, კორპუსების დემონტაჟი უკვე გადაწყვეტილია და მოუწოდებენ ხელისუფლებას, დემონტაჟის ნაცვლად კორპუსებში ისინი შეუშვან.

ამბობენ, რომ უკანონოდ აშენდა და დემოტაჟი იგეგმებაო, რომ არ დაანგრიონ, შეგვიშვან უსახლკაროები, რომლებიც წლებია, ნაქირავებში ვცხოვრობთ, მოვედით, რომ ან მოგვცეს მთვრობამ საცხოვრებელი, ან აქ შეგვიშვს. ახლა ამდენი პოლიციელი რომ მოვიდა, მაშინ სად იყვნენ, უკანონოდ რომ შენდებოდა  -ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.

გოგოლის ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის, კომპანია ,,მეტროსიტს" ეკუთვნოს. მშენებლობა უკანონოდ მიმდინრეობდა, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანია 39-ჯერ დაჯარიმდა, თუმცა მშენებლობა არ შეწყვეტილა.