ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინაზე 4 სარაკეტო და 40-ზე მეტი ავიადარტყმა განახორციელა
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინაზე 4 სარაკეტო და 40-ზე მეტი ავიადარტყმა განახორციელა.
"იყენებენ მაღალი სიზუსტის ბომბდამშენებს და სხვა საბრძოლო მასალებს". - აცხადებს უწყება.
გენერალურმა შტაბმა ასევე განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება უცვლელია.
უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს 2 რუსული თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი, 4 საკრუიზო რაკეტა. მათ მიერ ლიკვიდირებულია რუსული არმიის მეთაური.