"დაჭრილ სამხედროს ეხმარებოდა, დაიღუპა როგორც გმირი" - უკრაინელი ჟურნალისტი დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებზე

19.03.22 11:08
"დაჭრილ სამხედროს ეხმარებოდა, დაიღუპა როგორც გმირი" - უკრაინელი ჟურნალისტი დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებზე

უკრაინელი ჟურნალისტი ალექსეი ბობროვნიკოვი, რომელიც ამჟამად  უკრაინაში ოკუპანტის წინააღმდეგ იბრძვის  ორი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვასთან დაკავშირებით დეტალურად ყვება.

ის ამბობს, რომ ისინი გმირები არიან, რადგან სხვა ჯარისკაცების სიცოცხლე გადაარჩინეს.

პირველ ბრძოლაში მათ მტერი გაანეიტრალეს, თუმცა მეორე ბრძოლის  დროს მათ ვეღარ ვხედავდი, ოკუპანტები გვესროდნენ როგორც ცეცხლსასროლი იარაღიდან, ასევე გვბომბავდნენ ყუმბარმტყორცნებიდან. დათო რატიანმა გადამარჩინა, მან ტაქტიკური სათვალის თასმა მაჩუქა, რამაც გადამარჩინა. რატიანი იმ დროს დაიღუპა, როცა დაჭრილი ფრანგი მებრძოლი გამოჰყავდა. დაიღუპა, როგორც გმირი", - ამბობს  ალექსეი ბობროვნიკოვი.

დავით რატიანი და გია ბერიაშვილი გუშინ, ქალაქ ირპენთან ბრძოლაში  ნაღმტყორცნების ცეცხლის შედეგად​ დაიღუპნენ.