ეკლესია რუსულ პროპაგანდაში - კასპში სასულიერო პირმა "ალტ ინფოს" ოფისი მიაქირავა
პროპუტინისტურ რადიკალურ დაჯგუფება "ალტ ინფოს" ოფისისთვის ფართი სასულიერო პირმა, ლევან ჯიქურმა მიაქირავა. ჯიქური წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარია. წინამძღვარს ყოველთვიურად 800 ლარს უხდიან. კასპში "კონსერვატიულმა მოძრაობამ" შტაბი ერთი თვის წინ გახსნა და ცდილობს ნაომარ რეგიონში პუტინის პოლიტიკის გაძლიერებას.
"ტვ პირველი" ლევან ჯიქურთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ადგილობრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროპუტინისტური ორგანზიაციის ოფისებს შინაგან საქმეთა სმაინისტრო 24 საათის განმავლობაში იცავს.