როდის გადმოასვენებენ ომში დაღუპულ ქართველ გმირებს - საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს

19.03.22 13:02
როდის გადმოასვენებენ ომში დაღუპულ ქართველ გმირებს  -  საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს

უკრაინაში, ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების გადმოსვენებას საქართველოში მათი ოჯახები ამ დრომდე ელოდებიან. უკრაინაში ყველა პროცედურა გავლილია, ჯარისკაცების ცხედრების გადასვენება 2 საათზე პოლონეთის საზღვრისკენ მოხდება და დასტურს საქართველოდან ელოდებიან, თუმცა უწყება ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.  ცხედრების გადმოსვენებას პოლონეთის საზღვრამდე ჯარისკაცები უზრუნველყოფენ.

ქალაქის პროზექტურაში არიან გადმოსვენებული. აქედან ალბათ პოლონეთით მხოდება გადმოსვენება. 2 საათისთვის მზად უნდა იყოს. 

ამ ბიჭების დაკარგვის გამო ძალიან სტრესის ქვეშ ვართ, მაგრამ რას ვიზამთ ომია დაომში როცა მოხდება 50-50-ზეა სიცოცხლე. რისკის ქვეშ ხარ", - ამბობს ქართველი ჯარსკაცი ნადიმ ხმალაძე

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჯარისკაცები დავით რატიანი და გია ბერიაშვილი გუშინ ქალაქ ირპენთან შეტაკების დროს დაიღუპნენ. მათ ერთ-ერთი ფრანგი დაჭრილი ჯარისკაცი გამოჰყავდათ, რა დროსაც რუსეთის მიერ ნასროლი ჭურვი მოხვდათ. ისინი უკრიანაში საბრძოლველად 2 კვირის წინ წავიდნენ.