როდის გადმოასვენებენ ომში დაღუპულ ქართველ გმირებს - საელჩოს განმარტება
უკრაინაში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, დაღუპული ქართველი სამხედროების გადმოსვენების პროცედურები უკრაინიდან მას შემდეგ დაიწყება, რაც დავით რატიანის ცხედარს პროზექტურაში მიასვენებენ. მათი ცნობით, ყველა ტექნიკური საკითხი გადმოსვენებასთან დაკავშირებით უკვე მოგვარებულია.
ჩვენ გვაქვს მოგვარებული ყველაფერი ტექნიკური მხარე, ხაზზე ვართ უკრაინის შესაბამის უწყებებთან, კერძოდ, კიევის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელთან, საქმის კურსშია პოლონეთის მხარეც, საქმის კურსშია პოლონეთის მხარეც, ერთადერთი საკითხი გადასაწყვეტი არის, რომ პროზექტურაში ჯერ მხოლოდ ერთი ცხედარია", - ამბობს ელჩი.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჯარისკაცები დავით რატიანი და გია ბერიაშვილი გუშინ ქალაქ ირპენთან შეტაკების დროს დაიღუპნენ. მათ ერთ-ერთი ფრანგი დაჭრილი ჯარისკაცი გამოჰყავდათ, რა დროსაც რუსეთის მიერ ნასროლი ჭურვი მოხვდათ. ისინი უკრიანაში საბრძოლველად 2 კვირის წინ წავიდნენ.