რეისი პოლონეთიდან - ომს გამოქცეული უკრაინელები საქართველოში ჩამოდიან

19.03.22 15:21
რეისი პოლონეთიდან - ომს გამოქცეული უკრაინელები  საქართველოში ჩამოდიან

ომს გამოქცეული ადამიანები თავს საქართველოს აფარებენ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პოლონეთიდან კიდევ ერთი რეისი შესრულდა. საქართველოში ქართველებთან ერთად უკრაინელებიც ჩამოვიდნენ. მგზავრები უკრაინაში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობენ. მათი თქმით, უწყვეტად იბომბება სტრატეგიული ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსები, რის გამოც თავს სარდაფებს აფარებდნენ.

ჩვენი სამხედროები ძალიან მაგრები არიან. ბევრი ქვეყანა მხარს გვიჭერს, მათ შორის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილიც. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩამოვსულიყავით აქ, ძალიან რთული მდგომარეობაა იქ", - ამბობს უკრაინის მოქალაქე.