ტელეკომპანია „ფორმულას“ ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - შსს

09.04.21 16:09
ტელეკომპანია „ფორმულას“ ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - შსს

ტელეკომპანია „ფორმულას“ ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა სოფელ გამარჯვებაში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. გამოიკითხა ავტომობილის მფლობელი, რომელმაც აღნიშნა, რომ არის ტელეკომპანია "ფორმულას" მძღოლი, - წერია უწყების განცხადებაში.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

რაც შეეხება, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის ცემის ფაქტს, შსს ინფორმაციით, უწყებისთვის არავის მიუმართავს. 

რაც შეეხება მეორე ფაქტს, რომელზეც ტელეკომპანია "ფორმულა" საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შემოსულა. ინფორმაციის მიღებისთანავე უწყება შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს, -ნათქვამია განცხადებაში.
 

მსგავსი სიახლეები