ვერასოდეს ვხვდებოდი, რატომ უწოდებდნენ ძაღლებს - ჯარიმის დაწერის გამო მოქალაქემ მანქანა დაწვა {ვიდეო}

09.04.21 16:55
ვერასოდეს ვხვდებოდი, რატომ უწოდებდნენ ძაღლებს - ჯარიმის დაწერის გამო მოქალაქემ მანქანა დაწვა {ვიდეო}

ტაქსისტმა, რომელსაც საპატრულო პოლიციამ 5-ჯერ ჯარიმა დაუწერა, თავისი კუთვნილი მანქანა დაწვა. იგი მიიჩნევს, რომ სამართალდამცველებმა არასწორად დააჯარიმეს.

აღმოჩნდა, რომ მძღოლს ტაქსის ლიცენზია არ ჰქონდა.

ბოდიში მინდა მოვუხადო, დედაჩემს, შვილებსა და მეუღლეს. იმისთვის, რის გაკეთებასაც ვაპირებ. ახლა,  განახებთ 200 ლარიან ჯარიმებს, რომელიც თითქმის რვა დღის განმავლობაში დამიწერეს, ტაქსის ლიცენზიის არქონის გამო. ეს არის ბოლო 50-ლარიანი ჯარიმა, რომელიც ყველაზე საინტერესოა. ეს ჯარიმა პატრულმა დამიწერა, როცა მეჩქარებოდა და 15 წუთი მქონდა დარჩენილი. დამაგვიანა… ვერასოდეს ვიგებდი, რატომ ეძახდნენ პოლიციელებს ძაღლებს, ახლა ვხვდები!"- ამბობს მოქალაქე.

 მანქანის დაწვის ვიდეო სოციალურ ქსელშია განთავსებული. 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები