უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ცხედრებს დღეს პოლონეთში გადაასვენებენ, იქიდან კი სამშობლოში

22.03.22 11:36
უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ცხედრებს დღეს პოლონეთში გადაასვენებენ, იქიდან კი სამშობლოში

საშუამავლო კომპანია ეძებს ავიარეისებს, რომლითაც საქართველში დაღუპული გმირი ჯარისკაცების ცხედრები უნდა ჩამოსვენონ. დავით რატიანის და გიორგი ბერიაშვილის ცხედრები ახლა  ქალაქ ლვოვშია დასვენებული. დღეს მათ პოლონეთში გადაასვენებენ.

დაკრძალავენ თუ არა უკრაინაში დაღუპულ გმირ  ჯარისკაცებს სამხედრო პატივით ჯერ კიდევ გაურკვეველია. ხელისუფლება დუმს.

გიორგი ბერიაშვილის მეუღლე ამბობს, რომ მისი მეუღლის ცხედარი უკვე ვარშავაშია გადასვენებული. ოჯახის წევრები მოლოდინის რეჟიმში არიან და ამბობენ, რომ იმის მიუხედავად რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა გმირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ბერიაშვილი მათთვის უკვე გმირია.

ქალაქიც არ ვიცოდი სად იყო, მალავდა. მე ხალხს ვეხმარებიო. პოლკოვნიკია და მოქმედი თანამშრომელი იყო 2020 წლის დასაწყისამდე, მერე თვითონ გავიდა პენსიაზე. საგარეო საქმტა სამინისტრო გვიკავშირდება ყოელდღეა ამ გადმოსვენების პროცედურებასთან დაკავშირებით, გია ჩემთვის გმირია და არ ვიცი, როგორც გადაწყვეტენ, - ამბობს ბერიაშვილი მეუღლე. 

კიდევ ერთი გმირის, დავით რატიანის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან, რომლებიც მათ ინფორმაციას აწვდიან. 

ამ დრომდე  ვერ ხერხდება მარიუპოლიდან კიდევ ერთი ქართველი გმირი  ჯარისკაცის , ბახვა ჩიქობავას ცხედრის  გამოსვენება.