"მიწაზე გვძინავს და ველოდებით" - რუსეთის მოქალაქეებს მექსიკა-ამერიკის საზღვარზე არ უშვებენ

22.03.22 12:33
"მიწაზე გვძინავს და ველოდებით" - რუსეთის მოქალაქეებს მექსიკა-ამერიკის საზღვარზე არ უშვებენ

რუსეთის მოქალაქეებს, ვინც  შეერთებულ შტატებში თავშესაფარს მიისაღებად ჩასვლა გადაწყვიტა,  მექსიკა-ამერიკის საზღვარის კვეთის უფლებას არ აძლევენ. აგრესორი ქვეყნის მოქალაქეები შტატებს უსამართლობაში ადანაშაულებენ. სპეციალურ რეპორტაჟი "ამერიკის ხმამ" მომაზადა. 

ეს რაღაც სახის, არ ვიცი, დისკრიმინაციაა. დიახ, ჩემს ქვეყანაში არ არის ომი, მაგრამ არის რეჟიმი და მე მას თავი დავაღწიე. ეს აბსოლუტი უსამართლობაა. პასუხს არავინ გვცემს. არ გვაქვს რეაქციაა აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან.  არანაირი რეაქცია არ გვაქვს ამერიკის საზღვრის დაცვის და საბაჟოს ოფიცრებისგან. ჩვენ უბრალოდ აქ  ვსხედვართ, მიწაზე გვძინავს და ველოდებით,  - ამბობს რუსეთის-ერთ-ერთი მოქალაქე. 

მარკი საკუთარი გვარის დასახელებას ერიდება, თუმცა ამბობს, რომ გასულ წელს ის და მისი მეუღლე ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობისთვსი დააკავეს. მისი თქმით, ახლა რუსეთში დაბრუნება უფრო საშიშია. 

მექსიკის ოფიციალურმა პირებმა თავშესაფრის მაძიებელ რუსეთის მოქალაქეებს რუსულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო ცნობარები დაურიგა, სადაც წერია, რომ მათ ავთ უფლება თავშესაფარი მოითხოვონ, მაგრამ დატვირტლ საზღვართან არ უნდა დაბანაკდნენ.

სხვაგვარი მდგომარეობაა უკრაინლებთან მიმართებაში. უკრაინელების ნაწილს, ვინც  საკუთარი სამშობლოდან   რუსეთის ომს გამოიქცა, შტატები ქვეყანაში ერთი წლით ცხოვრების სპეციალურ უფლებას ანიჭებს.

ჩვენი სახლი უკრაინაში, რომელიც ნაქირავები გვქონდა, განადგურებულია. არარაფერი გაგვაჩნია, გვიწევს ცხოვრება ტავიდან დავიწყოთ. ეს უკიდურესად რთულია. ვკანკალებ როცა ამაზე ვსაუბრობ, - ამბობს უკრაინელი.

რუსეთის მსგავსად საზღვრის გადაკვეთაზე უარი მიიღეს თავშესაფრტის მაძიებლებმა  ნიგერიიდან, კოლუმბიიდან, ჰონდურასიდან და მექსიკიდან.