უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის სახლზე საქართველოს დროშები ააფრიალეს

22.03.22 13:33
უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის სახლზე საქართველოს დროშები ააფრიალეს

უკრაინაში  გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, დავით რატიანის, სახლზე მისმა ახლობლებმა საქართველოს დროშები ააფრიალეს. ოჯახის წევრები და ახლობლებიო სამშობლოს წინაშე რატიანის ღვაწლს იხსენებენ. 

ოჯახის ინფორმაციით, კოლონა, რომელიც საქართველოსკენ ცხედრებს მოასვენებს, უკვე ვარშავისკენ არის დაძრული. მათთვის ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩამოსვენებენ ცხედრებს. ოჯახის წევრებმა არც ის იციან, დანიშნავს თუ არა ხელისუფლება სპეცრეისებს გადმოსვენების  პროცესის გასამარტივებლად. 

ოჯახთან კავშირი არის, საკონსულოდანაც არის, საგარე საქმეთა სამინისტროდანაც არის და არ ვიცი, საომარი მოქდებების დროს ხდება ეს გადაადგილება. საქარტველოს ღირსებისის წავიდა იქ, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, საერთო მტერთან ბრძოლისთვის. ასე თლის ყველა პატრიოტი ქართველი, რომ ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ უკარინისთვის, ეს ბრძოლა არის ჩვენი სამშობლოს გადარჩენისთვის, - ამბობს ოჯახის ახლობელი. 

უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებთან მთავრობის არც ერთი წარმომადგენელი ამ დრომდე არ მისულა.  ისინი ვარაუდობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მათთან შესაძლოა, ცხედრების ჩამოსვენების  შემდეგ მივიდნენ. 

მსგავსი სიახლეები