გმირ უკრაინელებს ფორთხვა უნდა ასწავლოს თუ გაქცევა? - მდინარაძე მიხეილ სააკაშვილზე
უკრაინის ხელისუფლების თხოვნას, გადასცენ მიხეილ სააკაშვილი, "ქართული ოცნება" უარით პასუხობს. მმართველი გუნდის წევრისთვის მამუკა მდინარაძისთვის გაუგებარია რა გამოცდილებისთვის სჭირდებათ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავის მეორე სამშობლოში.
გმირ უკრაინელებს, რომლებიც გმირულად იბრძვიან თავისი ქვეყნისთვის ფორთხვა უნდა ასწავლოს, გაქცევა, წაქცევა თუ თავისი ქვეყნის ღალატი? თუ ომიდან ორ თვეში სამხედროებს დააბრალოს როგორ დაიწყეს ვითომ მათ საომარი მოქმედებები? რომელი გამოცდილება სჭოირდებათ იქნებ დაგვიკონკრეტოთ?, - თქვა მდინაარძემ.
უკრაინის ხელისუფლება ,,ქართულ ოცნებას" სააკაშვილის კიევში ეტაპირებას სთხოვს. ინფორმაციას უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი ავრცელებს.
მარია ბარაბაშის მტკიცებით, შესაბამისი წერილი ,,ქართული ოცნების" დეპუტატებმა ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის, ,,ხალხის მსახურის", თავმჯდომარისგან უკვე მიიღეს.