მადლობა პატრიარქს - საპატრიარქოს შეცვლილი განცხადება

09.04.21 17:39
მადლობა პატრიარქს - საპატრიარქოს შეცვლილი განცხადება


საქართველოს საპატრიარქომ ცოტა ხნის წინ „უცნობის“ აქციის მონაწილეებს “Facebook” გვერდზე  მადლობა გადაუხადა, თუმცა შემდეგ განცხადების შინაარსი შეცვალა. ახალი განცხადების თანახმად, მშვიდობიანი მსვლელობის ფარგლებში აქციის მონაწილეებმა პატრიარქს „მადლობა“ გადაუხადეს.

საპატრიარქოსთან მშვიდობიანი მსვლელობის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებმა მადლობა გადაუხადეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია მეორეს, - ნათქვამია განცხადებაში.
 

დღეს მომღელმა გია გაჩეჩილაძემ, იგივე ,,უცნობმა" აქცია -პრეფომანსი ,,მარადისობის დღე" გამართა. აქციის მონაწილეები საპატრიარქოსთან მივიდნენ და ილია მეორეს ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.