უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი სამხედროების სამშობლოში გადმოსვენება ჭიანურდება

22.03.22 17:38
უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი სამხედროების სამშობლოში გადმოსვენება ჭიანურდება

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი გმირების გადმოსვენება სამშობლოში სავარუდოდ, ვერც ხვალ მოხდება. ინფორმაცია დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს თავდაცვის სამინისტრომ მიაწოდა.

გარდაცვლილი დავით რატიანის სახლში  მისულმა ბურჭულაძის უწყების თანამშრომლებმა ოჯახს უთხრეს,  რომ ეს პროცესი სავარუდოდ კიდევ რამდენმე დღით გაჭიანურდება. ერთ-ერთი მიზეზი კი  პირდაპირი ავიარესიების არარსებობაა.

არ გვაქვს ამ ეტაპზე ინფორმაცია, როდის მოხდება გადმოსვენება. ერთი რამ ვიცით, ქართველი მებრძოლები იქნებიან გადმოსვენებული და დასაფლავებული ქართულ მიწაზე - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

ქართველი მებრძოლები- დავით რატიანი და გია ბერუაშვილი - უკრაინის ქალაქ ირპენში რუს აგრესორებთან შეტაკების დროს გარდაიცვალნენ. მათ ერთ-ერთი ფრანგი დაჭრილი ჯარისკაცი გამოჰყავდათ, რა დროსაც რუსეთის მიერ ნასროლი ჭურვი მოხვდათ. ისინი უკრაინაში საბრძოლველად 2 კვირის წინ წავიდნენ. 

რაც შეეხება მესამე გარდაცვლილ ქართველ პოლკოვნიკს, ბახვა ჩიქობავას, მის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.