თბილისში ირანის მოქალაქე მე-15 სართულიდან გადმოხტა და გარდაიცვალა
თბილისში, ირანის მოქალაქე მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით, მიზეზი მოსალოდნელი დეპორტაცია გახდა.
როგორც ირკვევა, მამაკაცს საქართველოში ბინადრობის უფლება ამოეწურა.
როგორც "ტვ. პირველის" ვებ-გვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.