კიევთან ოკუპანტმა თავისივე ბრიგადის მეთაურს ტანკით გადაუარა
კიევთან ოკუპანტმა თავისივე ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ იური მედვედევს ტანკით გადაუარა. ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინელი ჟურნალისტი რომან ციმბალიუკი წერს. ინციდენტი მაკაროვის რაიონში 37 მოტომსროლელი ბრიგადის რიგებში მოხდა. 1500 სამხედრო მოსამსახურიდან უკრაინელებთან ბრძოლაში 50%-ზე მეტი დაიღუპა ან დაიჭრა.
სამხედრო მოსამსახურემ ბრძოლების მსვლელობისას დრო შეარჩია და ბრიგადის მეთაურს, იური მედვედევს ტანკით გადაუარა. მას ორივე ფეხის დაზიანება აქვს,- წერს ჟურნალისტი.
ამ დროისათვის მედვედევი მკურნალობას ბელაურის კლინიკაშ გადის. ის სიმამაცის ორდენით დაჯილდოვდა. პოლკოვნიკი ასევე, საბრძოლო ჭრილობისთვის კომპენსაციასაც მიიღებს