პრეზიდენტმა დათა პაპა გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო მედლით დააჯილდოვა

09.04.21 18:54
პრეზიდენტმა დათა პაპა გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო მედლით დააჯილდოვა

 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ მედლით ,,სამოქალაქო თავდადებისთვის" დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდო დათა პაპას ოჯახს გადაეცა. 
დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან, ცხოვრობდა.

დათა ვანიშვილს ხშირად ეკონტაქტებოდნენ უცხო ქვეყნების პრეზიდენტები და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები. დათა პაპა  ცხინვალის იზოლიატორში არაერთხელ მოხვდა.

დათა პაპა რუსული ოკუპაციის მსხვერპლთა სიმბოლოდ არის მიჩნეული.

მსგავსი სიახლეები