ირანში იძულებით მიპირებენ დაბრუნებას, იქ სიკვდილი მემუქრება, - წერილი თვითმკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე
,,მე იქ სიკვდილი მემუქრება, ირანში იძულებით მიპირებენ დაბრუნებას" - ეს წერილი დატოვა 30 წლის ირანის მოქალაქემ, რომელიც სავარაუდოდ დეპორტაციის საფრთხის გამო ისანში, მე-15-ე სართულიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვთმკვლელობით დაასრულა.
ირანის მოქალაქის ცხედარი ადგილობრივმა მოსახლეობამ ,,დირსის" საცხოვრებელ კომპლექსში იპოვა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ხმაურზე გარეთ გამოვიდნენ და გარდაცვლილი 30 წლამდე მამაკაცი ნახეს. შემდეგ ადგილზე უკვე ირანის მოქალაქის ახლობელები მივიდნენ და იპოვეს წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ თვითმკვლელობის სავარაუდო მოტივი დეპორტი გახდა.
ირანი მოქალაქეს საქართველოს ხელისუფლებამ ბინადრობის მოწმობა გააუქმა და მას ირანში უკან აძევებდა.
ირანი მოქალაქე თბილისში დედასთან ერთად ცხოვროდა, შვილის სავარაუდო თვითმკვლელობის შემდეგ ქალმა სტენოკარდიული შეტევა მიიიღო.