ჟურნალისტები მაგინებლობით გამოირჩეოდნენ - ცრუ მოწმე ლექსო ლაშქარავას საქმეში
ცრუ მოწმე ლექსო ლაშაქარავას საქმეში. ცოტა ხნის წინ ადვოკატებმა სხდომათ დარბაზში ძალადობრივი დაჯგუფების კიდევ ერთი მხადამჭერი გამოკითხეს.
დაცვის მხარის მოწმე დღეს პროცესზე ამტკიცებდა, რომ დაკავებულებს ლექსო ლაშქარავა არ უცემიათ. თუმცა, ამის დამამტკიცებელი კადრები თავად გარდაცვლილმა ლაშქარავამ გადაიღო.
მოწმემ განაცხადა, რომ იყო მშვიდობიანი მსვლელობა, რ,,ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკურად რომ უსწორდებოდნენ.არ დაგინახავთ?"- კითხვით მიმართა ლაშქარავას ოჯახის უფლებადამცველმა მოწმეს.
,,კიბეზე მიდიოდა შეხლა-შემოხლა, კონკრეტული პიროვნებები, ვინ, როგორ, რანაირად-ეგ მე არ მახსოვს. რა თქმა უნდა, ხმაური იყო...ჟურნალისტები მაგინებლობით გამოირჩეოდნენ" - განაცხადა მოწმემ.
ბრალდების მხარის ინფორმაციით, აღნიშნული მოწმის ჩვენება ბევრ უზუსტობას და ფაქტის დამახინჯება შეიცავს.
როგორც მოწმემ განაცხადა, იყო მშვიდობიანი მსვლელობა და ესმოდა მხოლოდ ჟურნალსიტების გინება. რა თქმა უნდა, ამ მოწმის სანდოობას და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვაში შეაფასებს, რადგან აღნიშნული მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საპირისპირო ვიდეო მტკიცებულებები გამოკვლელულია. - განაცხადა საქმის პროკურორმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს.