10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
მთავრობის განკარგულებით, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. მიზეზი 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემაა.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება.