599 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი - კოვიდსტატისტიკა დღეს
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 599 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 846 ადამიანი.
ჩატარდა 22 532 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 225 PCR ტესტით.