პოლიცია რიონის მცველების წინააღმდეგ - დაკავებულია ერთი აქტივისტი

10.04.21 11:06
პოლიცია რიონის მცველების  წინააღმდეგ - დაკავებულია ერთი აქტივისტი

სამართალდამცველები რიონის მცველების წინააღმდეგ - პოლიციამ ნამახვან ჰესის მოწინააღმდეგებიდან 1 აქტივისტი, ლაშა ქუთათელაძე  დააკავა. დაკავებულების ახლობლები ტვ პირველთან ამბობენ, რომ ქუთათელაძე წყალტუბოდან ნამოხვანში ბრუნდებოდა, რა დროსაც ის პოლიციამ გააჩერა და უთხრა, რომ  მას გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილების უფლება არ ჰქონდა. დაკავებულის ინტერესებს საია იცავს.
იმერეთის სამხარეო პოლიციასთან ამ წუთებში  მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის აქტივისტები იკრიბებიან

მსგავსი სიახლეები