ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს - ,,ლელოს" ლიდერებმა ომში დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგეს
საქართველო უკრაინაში დაღუპულ ჯარისკაცებს ემშვიდობება - ოპოზიციიდან ერთ-ერთი პირველი, ვინც გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცების ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა, ,,ლელოს" წევრები იყვნენ. სამოქალაქო პანაშვიდზე ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ერთად მივიდნენ.
მინდა, ოჯახს მივუსამძიმრო ქართველი მეომრების, ვაჟკაცი ბიჭების გარდაცვალება. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. მათი სიცოცხლე შეეწირა არა მარტო უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას, არამედ საქართველოსათვის ბრძოლას.
ეს არის ძალიან მკაფიო და ვინც ამაში ეჭვს შეიტანს, დიდ შეცდომას დაუშვებს.
მინდა, ყველას მოვუწოდო, მაქსიმალური მხარდაჭერავ გამოვუცხადოთ ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს! - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ
აღსანიშნავია, რომ ქართველი გმირს ოჯახს ჯერ სამძიმარი არ მიუღია მთავრობის არც ერთი წევრისგან.