"რიყის დოქები" გაიყიდა

24.03.22 17:21
"რიყის დოქები" გაიყიდა

მცდელობა ნომერი 7 წარმატებით დასრულდა -  "რიყის დოქები" გაყიდულია. შესაბამისად, 14591.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობი მთავრობამ 10 მლნ ლარად გაყიდა. შემძენი ვალდებულია, 36 თვის ვადაში, ტერიტორიაზე მოაწყოს ღვინის და ციფრული ხელოვნების/ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე, საგამოფენო/ საკონფერენციო სივრცეები და დარბაზები.  ინვესტორმა სულ მცირე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

მორიგი აუქციონი 10 მარტს გამოცხადდა. ქონების საწყისი ღირებულება 10 მილიონი ლარი იყო. აუქციონში მხოლოდ ერთმა შემსყიდველმა მიიღო მონაწილეობა. 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ე.წ რიყის დოქები აუქციონზე ბოლოს თებერვალში ჰქონდა გამოტანილი.