ოჯახური კონფლიქტი ბათუმში - 52 წლის ქალი სავარაუდოდ, დისშვილმა დაჭრა

10.04.21 11:33
ოჯახური კონფლიქტი ბათუმში - 52 წლის ქალი სავარაუდოდ, დისშვილმა დაჭრა

ბათუმში, 52 წლის ქალი, სავარაუდოდ, დისშვილმა დაჭრა. შემთხვევას წინ უძღოდა ოჯახური კონფლიქტი სადავო ქონებაზე.

 დაჭრილს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, პაციენტის ჭრილობა გულ - მკერდის არეში აქვს მიყენებული.დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა.  სამართალდამცავები  23 წლის მამაკაცს ეძებენ.