ქართველ გმირებს ხვალ სამხედრო პატივით დაკრძალავენ - ხელისუფლება ოჯახებს სამძიმარს ისევ არ უცხადებს
ომში დაღუპულ ქართველ გმირებს ხვალ სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ხელისუფლება დავით რატიანის და გია ბერიაშვილის ოჯახებს არც სამძიმარს უცხადებს და ძმათა სასაფლაოზე გმირების დაკრძალვისთვის ვერც ადგილი გამოძებნა. რატიანს ვარკეთილში არსებულ კერძო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
პუტინის ომში დაღუპული გმირების სამოქალაქო პანაშვიდზე ხალხის ნაკადი არ წყდება. დავით რატიანს დღეს ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენებენ. სამოქალაქო პანაშვიდი 17:00 საათიდან 22:00 საათამდე გაგრძელდება.
რუსეთ-ურკაინის ომზე გადის ჩვენი საქართველოს ბედი. ამის სჯეროდა. რაც ჩვენ გვინდოდა, ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვა, ეს არ მოხერდხდა, ეს გავიგე და ჩვენ სამოქალაქო სასაფლაოზე ვკრძალავთ. განაცადაი გვქონდა და არაფერი გამოხმაურება არ მოჰყვა. აქ არავინ მოსულა. ალბათ სამოქალაქო პანაშვიდზე მოვლენ, - ამბობს რატიანის ოჯახის წევრი.