შეტაკებები უკრაინაში - დაშავდა ორი ქართველი ჯარისკაცი
ომი უკრაინაში - შეტაკებების ეპიცენტრში 2 ქართველი ჯარისკაცი დაშავდა. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ისინი ამჟამად ჰოსპიტალში იმყოფებიან.
დაშავებულები "პირველბთან" ყვებიან, რომ ოკუპანტებმა თავდასხმები ევაკუაციის დროს განახორციელეს.
მათივე განცხადებით, რუსები ყველა გზით ცდილობენ ირპენის აღებას, თუმცა მარცხისთვის განწირული პუტინის არმია ქალაქში გამაგრებას ვერ ახერხებს.
ფრონტის წინა ხაზზე 4 დღის განმავლობაში ვიმყოფებოდით. მე და კიდევ ერთი მებრძოლი გადმოგვიყვანეს ჰოსპიტალში, მოხდა ჩვენი ევაკუაცია. ორივეს კანტუზია გვაქვს მიღებული. ერთ-ერთი დავალების დროს, ძალიან სერიოზულ საარტილერიო დაბომბვაში მოვყევით, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღვმოვჩნდით. მტერი ვერ გვიტევს გვიტევს, თუმცა ვერ შემოდის. ერთ ადგილზე დგანან. ირპენის მთლიანად გათავისუფლებამდე დაახლოებით, სამასი მეტრია დარჩენილი. ვერ წარმოიდგენთ იქ რა ხდება - მიწა იწვის"- ყვება ერთ-ერთი დაშავებული.
მეორე დაებებული ამბობს, რომ ისინი ამჟამად კიევში უსაფრთხოი ადგილზე იმყოფებიან.
ჰოსპიტალში ვართ და ვაგრძელებთ მკურნალობას. ერთ-ერთ სახლში შევედით, როცა ტანკმა გვესროლა. აკრძალულ ბომბებს ისვრიან, ცეცხლს მაშინაც ხსნიან, როცა შენობიდან დაჭრილები და მშვიდობიანი მოქალაქეები გაგვყავს"- უთხრა "ტვ პირველს" ქართველმა ჯარისკაცმა.