ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში - დაშავებულია პოლიციის თანამშრომელი

10.04.21 12:38
ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში - დაშავებულია პოლიციის თანამშრომელი

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში. ტვ პირველის ინფორმაციით, დაშავებულია კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამსახურეობრივი ავტომობილით გადაადგილდებოდა.

ექიმების თქმით, დაშავებული პოლიციელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ავარიის ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

მსგავსი სიახლეები