ენგურში ტრაგიკულად დაკარგულ 4 სიცოცხლეს ვგლოვობთ - კარლ ჰარცელი
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი 7 აპრილს, ენგურში, ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს 4 მოქალაქის ოჯახებს უსამძიმრებს.
ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რა შედეგი მოაქვს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და რამდენად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ გაძლიერდეს თანამშრომლობა და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართული ძალისხმევა," - წერია ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის სამძიმრის წერილში.