ბინადრობის უფლება არ გაუგრძელეს - დეტალები ირანის მოქალაქის თვითმკლელობის საქმეზე

10.04.21 13:10
ბინადრობის უფლება არ გაუგრძელეს - დეტალები  ირანის მოქალაქის თვითმკლელობის საქმეზე

თბილისში, 22 წლის ირანის მოქალაქის, ჰუსეინ მირზოფერის  თვითმკვლელობის მიზეზი ბინადრობის უფლების შეწყვეტა გახდა. ამის შესახებ გარდაცვლილის ახლობლები საუბრობენ. მათი თქმით ახალგაზრდა მამაკაცს საქართველოში თავისი შემოსავალი ჰქონდა და სხვა პრობლემა არ აწუხებდა. 

22 წლის ბავშვი იყო, სწავლობდა თბილისში, 3 ბინას ფლობდა მხოლოდ ამ კორპუსში და აქირავდებდა, ჰქონდა თავისი სემოსავალი, წლები ცხოვრობდა დედასთან ერთად საქართველოში, ჰქონდა ბინადრობის უფლება, თუმცა ბოლოს შეექმნა პრობლემები იუსტიციის სამინისტროსთან და ითხოვდა სტატუსის გაგრძელებას, ამას განიცდიდა, სხვა პრობლემები არ ჰქონია," - ამბობს გარდაცვლილის 22 წლის მამაკაცის ახლობელი. 

საზარელი შემთხვევა გუშინ, "დირსის" საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ირანის მოქალაქე 15-ე სართულიდან გადმოხტა. თვითმკვლელობამდე მამაკცმა წერილი დატოვა, სადაც წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება ირანში იძულების წესით უკან აბრუნებდა, იქ კი სიკვიდილი ემუქრებოდა და ამიტომ თავის მოკვლა გადაწყვიტა. ცხედარი მეორე დღეა ექსპერტიზაზეა, შვილის სიკვდილით ტრამვირებული დედა კი ცოტა ხნის წინ საავდმყოფოდან სახლში გადმოიყვანეს.