რიონის მცველი თავისუფალია - სასამართლომ დარღვევა ვერ აღმოაჩინა
დაკავებული რიონის მცველი, ლაშა ქუთათელაძე თავისუფალია. მოსამართლემ ქუთათელაძის საქმეში სამართლდარღვევა ვერ აღმოაჩინა და საქმის წარმოება შეწყვიტა.
სასამართლო სხდომა ქუთაისში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ქუთათელაძეს სამართალდამცველები წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ.
ქუთათელაძე წყალტუბოდან ნამოხვანში ბრუნდებოდა, რა დროსაც ის სამართალდამცავებმა გააჩერეს და გადაადგილების უფლება შეუზღუდეს. ლაშა ქუთათელაძე გუშინ, გვიან ღამით დააკავეს.